კატეგორიები

მსგავსი სიახლეები

686467128_986837773863819_2151808826533718762_n
684499731_986836650530598_2735331327655935827_n
681075798_986835533864043_4710128075344152214_n
684860585_987028130511450_6071909570143429841_n
686342263_986833250530938_5115261819930127089_n
678371152_981843694363227_5726379582289471834_n

ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული აქტივობა

სკოლა პოლიგლოტი ჩართულია eTwinning-ის საერთაშორისო პროექტში „Green Developers“, რომელსაც ხელმძღვანელობს ინგლისური ენის მასწავლებელი სალი ბოხუა. პროექტის ფარგლებში მთელი სასწავლო წლის განმავლობაში იგეგმება და ხორციელდება სხვადასხვა გარემოსდაცვითი ღონისძიება.

სკოლა პოლიგლოტში ამჯერად ჩატარდა ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული აქტივობა, რომლის დროსაც სკოლის მოსწავლეებმა დაიწყეს ელემენტების გადამუშავებაზე ზრუნვა.

სკოლა პოლიგლოტის ადმინისტრაციამ მხარდაჭერისათვის მიმართა კომპანია „Wasteless“-ს, რომელიც წარმოადგენს სპეციფიკური ნარჩენების მართვის ასოციაციას და უზრუნველყოფს ელემენტების შეგროვებას სხვადასხვა პუნქტზე. ამიერიდან ჩვენი სკოლაც შეუერთდა ამ ლოკაციებს.

აღსანიშნავია, რომ სკოლასა და კომპანია “Wasteless” შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის ფარგლებშიც სკოლის ორივე შენობაში განთავსდა ელემენტების შესაგროვებელი ყუთები. შეგროვილი ელემენტების გადატანას და გადამუშავებას უზრუნველყოფს კომპანია “Wasteless”.

სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის კომპანია “Wasteless”-ს თანამშრომლობისათვის. ასევე, მადლობა პროექტის ორგანიზატორს, სალი ბოხუას, ასეთი მნიშვნელოვანი აქტივობის განხორციელებისათვის.