კატეგორიები

მსგავსი სიახლეები

686467128_986837773863819_2151808826533718762_n
684499731_986836650530598_2735331327655935827_n
681075798_986835533864043_4710128075344152214_n
684860585_987028130511450_6071909570143429841_n
686342263_986833250530938_5115261819930127089_n
678371152_981843694363227_5726379582289471834_n

,,ნორჩი მეწარმეები-2019 წ “

სკოლა ,,პოლიგლოტის“ მოსწავლეებმა: ნიკა გახოკიძემ, ნუციკო ფიჩხნარაშვილმა , მარიამ გუშარაშვილმა და ლუკა ფიჩხნარაშვილმა მონაწილეობა მიიღეს ProActive Group Georgia-ს მიერ გამოცხადებულ კონკურსში: ,,ნორჩი მეწარმეები-2019 წ “. პროექტის ფარგლებში მოსწავლეებს ჩაუტარდათ ოთხი ტრენინგ-მასტერკლასი, სადაც ისწავლეს საკუთარი ინოვაციური ბიზნეს იდეის აღმოჩენისა და განხორციელების საშუალებები. ტრენინგები ჩაუტარეს ბავშვებს სუპერპროაქტიველებმა: გიორგი აგირბაიამ, ცოტნე ყალიჩავამ და თორნიკე კაჭარავამ. პროექტის განმავლობაში მოსწავლეებმა მიიღეს დიდი ცოდნა- გამოცდილება, შეიძინეს მეგობრები და საინტერესო პროექტიც შექმნეს, რომლის პრეზენტაციამაც დიდი მოწონება დაიმსახურა. პროექტს ხელმძღვანელობდა სკოლა,,პოლიგლოტის“ ინგლისური ენის მასწავლებელი ელიზავეტა ზაზაძე.