კატეგორიები

მსგავსი სიახლეები

686467128_986837773863819_2151808826533718762_n
684499731_986836650530598_2735331327655935827_n
681075798_986835533864043_4710128075344152214_n
684860585_987028130511450_6071909570143429841_n
686342263_986833250530938_5115261819930127089_n
678371152_981843694363227_5726379582289471834_n

ოკუპაციის კვირეული

1921 წლის 25 თებერვალი ერთ-ერთი უმძიმესი დღეა საქართველოს ისტორიაში, თბილისი მე-11 წითელმა არმიამ დაიკავა, საქართველო რუსული საბჭოთა იმპერიის ნაწილად იქცა.

ამ ტრაგიკულ დღესთან დაკავშირებით სკოლა ,,პოლიგლოტში “ ჩატარდა საბჭოთა ოკუპაციის კვირეული:

❖ ისტორიის პედაგოგებმა ნაზი ზაალიშვილმა და თინა დორეულმა აღნიშნულ თარიღთან დაკავშრებით განახორციელეს აქტივობები. ჩაატარეს გაკვეთილები საბჭოთა ოკუპაციის შესახებ ;

,,ისტორიის მკვლევართა და მემატიანეთა “კლუბის ხელმძღვანელმა, ისტორიის მასწავლებელმა თინათინ დორეულმა, ლექცია ჩაატარა უფროსკლასელთათვის. ლექცია შეეხებოდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებას, საქართველოს დამოუკიდებლობის საერთაშორისო აღიარებას, საქართველოს ანექსიას ბოლშევიკური რუსეთის მიერ და ბოლშევიკთა ხელისუფლების დამყარებას.

❖ კვირეული დასრულდა ფილმის ჩვენებით, მოსწავლეებმა ნახეს დოკუმენტური ფილმი – სატელეგრაფო ოკუპაცია (გაფართოებული ვერსია). დიდი მადლობა თინა დორეულს და ნაზი ზაალიშვილს საინტერესო და მნიშვნელოვანი ღონისძიებებისათვის.