კატეგორიები

მსგავსი სიახლეები

Screenshot
Screenshot
image00001
Untitlederer
605110731_885974837283447_4720933843484937573_n
image00004

ოკუპაციის 103 წლისადმი მიძღვნილი კვირეული – ,,არა ოკუპაციას!” დასრულდა

სკოლა ,,პოლიგლოტში“ დასრულდა ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციის 103 წლისადმი მიძღვნილი კვირეული – ,,არა ოკუპაციას!“ კვირეულის ფარგლებში განხორციელდა სხვადასხვა აქტივობა, კერძოდ:

  • ისტორიის მასწავლებლებმა ჩაუტარეს მოსწავლეებს ოკუპაციის თემაზე გაკვეთილები;
  •  მოეწყო ოკუპაციისადმი მიძღვნილი დოკუმენტური ფილმების ჩვენება ;
  • მოსწავლეებმა მოამზადეს სლოგანები და პრეზენტაციები;
  • ისტორიის პედაგოგმა, ქალბატონმა თინათინ დორეულმა , ჩაატარა  საჯარო ლექცია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკისა და რუსეთის მიერ მისი ოკუპაციის შესახებ.
  • მოსწავლეები იმყოფებოდნენ ტაბახმელაში. ყვავილებით შეამკეს 1921 წელს ტაბახმელა-კოჯრის მისადგომებთან გამართულ ბრძოლაში დაღუპული იუნკრების პატივსაცემად აღმართული მემორიალი.
  • კვირეული დამთავრდა ,,ისტორიის მკვლევართა და მემატიანეთა კლუბის“  წევრების მიერ მომზადებული პრეზენტაციებით.

დიდი მადლობა კვირეულის ორგანიზატორებს საინტერესო ღონისძიებებისათვის.