2019 წლის 22 მაისს საზეიმო განწყობა გაგრძელდა სკოლა ,,პოლიგლოტში“. ქართულ ჩოხებსა და ტრადიციულ კაბებში გამოწყობილმა გოგო-ბიჭებმა, I -ბ კლასმა , ულამაზეს მასწავლებელ ელენე თარხნიშვილის ხელმძღვანელობით, გამართა გამოსაშვები საღამო. პატარებმა ისაუბრეს იაკობ გოგებაშვილის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე, დედა ენის მნიშვნელობაზე, ანბანის ისტორიაზე, სკოლაში გატარებულ პირველ დაუვიწყარ წელზე . წაიკითხეს ლექსები, იმღერეს, იცეკვეს და აღნიშნეს სკოლაში გატარებული პირველი საუკეთესო წლის დასრულება. ღონისძიება მუსიკალურად გააფორმა ქეთევან ჯეირანაშვილმა და დეკორაციები შექმნა სოფიო ლიჩელმა. მოსწავლეებმა და მშობლებმა მადლობა გადაუხადეს საყვარელ მასწავლებლებსა და სკოლა ,,პოლიგლოტის“ დირექციას დაუღალავი შრომისა და სუკეთესო სასწავლო გარემოს შექმნისათვის.