კატეგორიები

მსგავსი სიახლეები

dd44b5da-41b8-42ed-bb20-0ef6e190f671
6366b705-fc87-45cb-923f-d5ffe9f97d4f
att
42bd4ff9-c647-4c6a-b5c8-c7752bc535a6
att(4)
att(7)

პირველკლასელთა გამოსაშვები საღამო

2017 წლის 1 ივნისს, ბავშვთა საერთაშორისო დაცვის დღეს , სკოლა ,,პოლიგლოტის“ დაწყებითი განათლების კათედრაზე დაუვიწყარი ღონისძიება ჩატარდა. მოეწყო პირველკლასელთა გამოსაშვები საღამო. პატარებმა კლასის დამრიგებლის ინგა შველიძის ორგანიზატორობით დადგეს გარემიქსებული მიუზიკლი:,,ძმა ძმისთვისაო,შავი დღისთვისაო“… პირველკლასელებმა ზეიმი დაიწყეს ინგლისურენოვანი კომპოზიციით, ხოლო შემდეგ ქართულ ენაზე გამართეს თეატრალიზებული წარმოდგენა . I კლასის დამრიგებელმა ინგა შველიძემ მადლობა გადაუხადა მოსწავლეებს , მასწავლებლებს, სკოლის დირექციასა და მშობლებს ერთი წლის განმავლობაში გაწეული შრომის,ერთგულების,თანამშრომლობისა და სიყვარულისთვის. სკოლის დირექტორმა, ქალბატონმა მზია დაუშვილმა, გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა ქალბატონ ინგა შველიძეს და იმ პედაგოგებს , რომლებიც ასწავლიან პირველ კლასს, მოსწავლეები კი სკოლის ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობისათვის დააჯილდოვა ქების სიგელებით.