სკოლა „პოლიგლოტის“ VII კლასის მოსწავლეები ხელოვნების მასწავლებელ ქეთევან მაისურაძესთან ერთად იმყოფებოდნენ ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში, სადაც ნახეს თანამედროვე ქართველი მხატვრის მერაბ აბრამიშვილის გამოფენა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო მხატვრის 70-მდე გრაფიკული და ფერწერული ნამუშევარი, რომელიც მერაბ აბრამიშვილის ოჯახის კოლექციაში ინახებოდა. მოსწავლეები აღფრთოვანებულნი დარჩნენ ნანახით.