სკოლა „პოლიგლოტი„ გახლავთ „GCC-MALTA„ ( მალტის ქართული კულტურის ცენტრი) ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში, რაც მიზნად ისახავს სკოლის მოსწავლეებისა და მასწავლებლების საერთაშორისო გაცვლით პროგრამებში ჩართულობასა და ინტეგრირებას ევროპულ სამყაროში.
თანამშრომლობის ფარგლებში 22-29 აპრილს, სკოლა პოლიგლოტის მოსწავლეები მიემგზავრებიან კუნძულ მალტაზე.
ვიზიტის ფარგლებში მოსწავლეები:
- მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტში;
- გაივლიან (ბრიტანული მოდელირებით) მალტის ინგლისურენოვან სკოლაში ინგლისური ენის სწავლების კურსს;
- გაეცნობიან საერთაშორისო სწავლების პროცესს;
- გაეცნობიან უცხო ქვეყნის კულტურას და ტრადიციებს;
- რაც მთავარია, მიიღებენ საერთაშორისო სერტიფიკატს.