2016 წლის 21 ოქტომბერს სკოლა ,,პოლიგლოტის“ მერვე კლასის მოსწავლეებმა დაათვალიერეს ოკუპაციის მუზეუმი, მოისმინეს საინტერესო ლექცია საქრთველოს ოკუპაციის, 37 წლების რეპრესიების, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკისა და მეოცე საუკუნის საქართველოს უახლესი ისტორიის შესახებ . მოსწავლეები მოამზადებენ პრეზენტაციას და ჩაატარებენ ღია – ინტეგრირებულ გაკვეთილს ისტორიასა და ქართულში. ღონისძიების ორგანიზატორები არიან ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ანა ჯავახიშვილი და ისტორიის პედაგოგი თინა დორეული.