კატეგორიები

მსგავსი სიახლეები

559833326_829385439609054_4757032051803268650_n
562379411_825767989970799_5822693409215487653_n
561087279_824460610101537_3548071344682186546_n
1
481672046_659163189964614_1357673203803837767_n
526644455_771154618765470_3102988555932484942_n

“პოლიგლოტის” მოსწავლეები „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას ესტუმრნენ

სკოლა “პოლიგლოტის ” მოსწავლეები ფიზიკის მასწავლებელ ციური პაჭკორიასთან ერთად ეწვივნენ „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“. მოსწავლეებმა სსე-ის სათავო ოფისი და ცენტრალური სადისპეტჩერო მოინახულეს. დაათვალიერეს უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი მართვის ფარი, რომელიც პასუხისმგებელია ენერგოსისტემის ოპერატიულ მართვაზე. მოსწავლეები გაეცნენ სადისპეტჩეროს ფუნქციონირების ძირითად პრინციპებს, ჩაუტარდათ მცირე ლექცია ზოგად ენერგეტიკაზე და „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ როლზე ქვეყნის ენერგეტიკის განვითარების საქმეში.
ცენტრალური სადისპეტჩეროს შემდეგ მოსწავლეები ნავთლუღის ქვესადგურსა და სსე-ის სასწავლო ცენტრის პოლიგონს ესტუმრნენ, სადაც უშუალო მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა ელექტრომოწყობილობის ტესტირების პროცესში.
სკოლა ,,პოლიგლოტის “დირექცია დიდ მადლობას უხდის საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის სასწავლო ცენტრს მეტად საინტერესო და მნიშვნელოვანი სასწავლო პროექტის განხორციელებისა და მასპინძლობისათვის.