კატეგორიები

მსგავსი სიახლეები

559833326_829385439609054_4757032051803268650_n
562379411_825767989970799_5822693409215487653_n
561087279_824460610101537_3548071344682186546_n
1
481672046_659163189964614_1357673203803837767_n
526644455_771154618765470_3102988555932484942_n

„პოლიგლოტის“ მოსწავლეებმა მოინახულეს ძუძუანას მღვიმე

2017 წლის 18 ნოემბერს სკოლა „პოლიგლოტის“ მე-6, მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეები გეოგრაფიის მასწავლებლებთან ნათია ქვრივიშვილთან და ნინო შეშაბერიძესთან ერთად, ასევე პროფესორ გიორგი დვალაშვილთან ერთად იმყოფებოდნენ სასწავლო-შემეცნებით ექსკურსიაზე ჭიათურის მუნიციპალიტეტში. მათ გაისეირნეს საქართველოში უძველესი საბაგიროთი. მოინახულეს ძუძუანას მღვიმე, რომელიც მსოფლიო მნიშვნელობის ძეგლს წარმოადგენს, რადგან სწორედ აქ იქნა აღმოჩენილი მსოფლიოში უძველესი ძაფი. მოსწავლეებზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა მღვიმეში არსებულმა კარსტულმა ნაღვენთმა ფორმებმა (სტალაგმიტებმა, სტალაგნატებმა, სტალაქტიტება). ასევე მოილოცეს მღვიმევის დედათა მონასტერი, რომელიც კლდეშია ნაშენი. და ბოლოს მოინახულეს სოფელ დარკვეთში არსებული მღვიმე – საქაჯკარი, სადაც გვიმასპინძლა ადგილობრივმა მცხოვრებმა.