კატეგორიები

მსგავსი სიახლეები

559833326_829385439609054_4757032051803268650_n
562379411_825767989970799_5822693409215487653_n
561087279_824460610101537_3548071344682186546_n
1
481672046_659163189964614_1357673203803837767_n
526644455_771154618765470_3102988555932484942_n

„პოლიგლოტის“ მოსწავლეები იმყოფებოდნენ ტურისტულ ლაშქრობაზე „ბატეთის ტბაზე“

2017 წლის 5 ნოემბერს სკოლა „პოლიგლოტის“ X-XI-XII კლასის მოსწავლეები იმყოფებოდნენ ტურისტულ ლაშქრობაზე „ბატეთის ტბაზე“, რომელიც ქარელის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, ზღვის დონიდან 1313 მეტრზე.
მოსწავლეებმა ტრანსპორტით გაიარეს ძამას ხეობა, რომელიც ულამაზესია შემოდგომაზე. გზადაგზა მოჩანდა ისტორიული ძეგლები, აქ 30-ზე მეტი ეკლესია – მონასტერია. ,,პოლიგლოტის“ მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა ფეხით იარეს ბატეთის ტბისკენ, დაახლოებით 5 კმ. ულამაზესი ხედების ნახვის შემდეგ მოლაშქრეები დაბრუნდნენ ტრანსპორტთან და გამართეს პიკნიკი. ღონისძიების ორგანიზატორი იყო სკოლა ,,პოლიგლოტის“ ინოვაციური ჯგუფი.ლაშქრობაზე მოსწავლეებთან ერთად იმყოფებოდნენ გეოგრაფიის მასწავლებლები ნინო შეშაბერიძე და ნათია ქვრივიშვილი,სპორტის მასწავლებელი დავით დავითური, მათემატიკის მასწავლებელი ნინო დაუშვილი, მუსიკის მასწავლებელი ქეთევან ჯეირანაშვილი.