კატეგორიები

მსგავსი სიახლეები

559833326_829385439609054_4757032051803268650_n
562379411_825767989970799_5822693409215487653_n
561087279_824460610101537_3548071344682186546_n
1
481672046_659163189964614_1357673203803837767_n
526644455_771154618765470_3102988555932484942_n

,,პოლიგლოტის“ VIII კლასი იმყოფებოდა ილია ჭავჭავაძის სახლმუზეუმში

2017 წლის 5 ნოემბერს სკოლა ,,პოლიგლოტის“ VIII კლასი იმყოფებოდა საგურამოში,ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში. 8 ნოემბერი ილია ჭავჭავაძის დაბადების დღეა ,ამ თარიღთან დაკავშირებით ქართული ენისა და ისტორიის პედაგოგებმა (თეონა დიასამიძემ და ნაზი ზაალიშვილმა) თავისუფალი გაკვეთილი ჩაატარეს ილიას მამულში. ქართულის მასწავლებელმა თეონა დიასამიძემ შესწავლილი ნაწარმოებები (,,კაცია-ადამიანი?!,“,,ბაზალეთის ტბა“, ,, აჩრდილი“ და ,,ქართვლის დედას“ ) გააახსენა მოსწავლეებს და ბავშვებმა იმსჯელეს ილიას შემოქმედებაზე, ხოლო ისტორიის მასწავლებელი ესაუბრა ეპოქაზე, რომელშიც ილია ცხოვრობდა. ბავშვებს ძალიან მოეწონათ ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი და მისი ულამაზესი ეზო.