277434798_3048791195334857_8538478073891513546_n
news_198

,,პოლიგლოტის” XI კლასის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს ბოულინგის ტურნირში

2016 წლის 27 ოქტომბერს სკოლა ,,პოლიგლოტის” XI კლასის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს ბოულინგის ტურნირში, რომელიც „Lebowski Bowl Club-ში“ ჩატარდა. შეჯიბრების მიზანი იყო ბოულინგით მოზარდების დაინტერესება და ჯანსაღი წესით ცხოვრება. ასეთ პროექტში სკოლა ,,პოლიგლოტი“ ყოველთვის ჩაერთვება. შეჯიბრებისას მოზარდები კარგად გაერთნენ და მიიღეს საჩუქრები.

სკოლა ,,პოლიგლოტის“ მოსწავლეებმა ლუკა მეგრელიძემ, შოთა ქათიბაშვილმა, მიხეილ ბარბაქაძემ, ბექა ჩადუნელმა და ნუცა ნოზაძემ ძალიან კარგი თამაში აჩვენეს, 10 გუნდიდან მე –4 ადგილზე გავიდნენ. ამ ღონისძიების ორგანიზატორი იყო სპორტის მასწავლებელი დავით დავითური