კატეგორიები

მსგავსი სიახლეები

481672046_659163189964614_1357673203803837767_n
att(1)
att
att
att
d948ee65-4d7a-4b6b-947f-20fa5468f1b1

“პოლიგლოტში” საბჭოთა ოკუპაციის დღისადმი მიძღვნილი კვირეული დაიწყო

სკოლა ,,პოლიგლოტში“ დღეს ,25 თებერვალს , ოკუპაციის მსხვერპლთათვის პატივის მიგებისა და საბჭოთა ოკუპაციის დღისადმი მიძღვნილი კვირეული დაიწყო.

  1. საქართველოს მთავრობის დადგენილებით, სკოლაში დაშვებულ იქნა საქართველოს სახელმწიფო დროშა;
  2. წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა ოკუპაციის მსხვერპლებს;
  3. მასწავლებლებმა მოსწავლეებს ჩაუტარეს საუბრები ოკუპაციის თემაზე და გააცნეს საქართველოს პარლამენტის დადგენილება 25 თებერვლის საბჭოთა ოკუპაციის დღედ გამოცხადების შესახებ; კვირეულის ფარგლეში სკოლა ,,პოლიგლოტში“ განსახორციელდება შემდეგი ღონისძიებები:

· ფილმების ჩვენება და დისკუსიის გამართვა ოკუპაციის თემაზე ;

· ოკუპაციის მუზეუმის დათვალიერება;

· ოკუპაციის მსხვერპლთა მემორიალის გვირგვინით შემკობა ტაბახმელაში;

· კედლის გაზეთების გამოშვება;