კატეგორიები

მსგავსი სიახლეები

583909416_857276840153247_1754924389001837664_n
583080577_856991360181795_2436528277523981620_n
577061666_851955764018688_7169602690524332034_n
577551947_850201540860777_8110595099542610480_n
577365724_850179477529650_5634843777340064764_n
575206069_847795174434747_2207880780138583111_n

„პოლიგლოტში” ჩატარდა ღია ინტეგრირებული მედიაგაკვეთილი თემაზე : “წმინდა მეფე ვახტანგ გორგასალი, სინამდვილე და ლეგენდები მასზე, თბილისის დაარსება“

2017 წლის 31 მარტს სკოლა „პოლიგლოტის“ დაწყებითი განათლების კათედრაზე VI კლასში, ჩატარდა ღია ინტეგრირებული მედიაგაკვეთილი ისტორიაში, ქართულ ენასა და მუსიკაში- თემაზე : “წმინდა მეფე ვახტანგ გორგასალი, სინამდვილე და ლეგენდები მასზე, თბილისის დაარსება“ . გაკვეთილი ჩაატარეს ისტორიის პედაგოგმა ნაზი ზაალიშვილმა, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა თეონა დიასამიძემ და მუსიკის მასწავლებელმა ქეთევან ჯეირანაშვილმა.
გაკვეთილი საინტერესო იყო. მასწავლებლებმა მრავალი აქტივობა გამოიყენეს, მათ შორის შთამბეჭდავი იყო მუსიკალური ჩანართები, ვიდეოფილმი, მხატვრულად წაკითხული ლექსები, ლეგენდები, მოსწავლის მიერ მომზადებული პრეზენტაცია, მასწავლებლის მინილექცია. გაკვეთილის მიზანი კარგად შეესაბამებოდა ესგ-ით გათვალისწინებულ შედეგებს, სამუშაო ორგანიზებული იყო, საკლასო ოთახის სივრცე და დრო-სწორად გამოყენებული, სწავლისა და სწავლების სტრატეგიები მრავალფეროვანი, მოსწავლეთა ჩართულობის დონე და ხარისხი მაღალი, სასწავლო რესურსები-უხვი.
გაკვეთილს ესწრებოდნენ: სკოლა „პოლიგლოტის“ შეფასების ჯგუფი სკოლის დირექტორის ქალბატონ მზია დაუშვილის ხელმძღვანელობით, ასევე ინგლისური ენის მასწავლებელი მარიამ ნიკოლეიშვილი, ხელოვნების მასწავლებელი ქეთევან მაისურაძე და VI კლასის მოსწავლის ეფემია ბასილიას მშობელი ქალბატონი ინგა ესებუა. დიდი მადლობა გაკვეთილის ორგანიზატორებს და ასევე განსაკუთრებული მადლობა ქალბატონ ინგას მობრძანებისა და მეგობრობისათვის.