კატეგორიები

მსგავსი სიახლეები

686467128_986837773863819_2151808826533718762_n
684499731_986836650530598_2735331327655935827_n
681075798_986835533864043_4710128075344152214_n
684860585_987028130511450_6071909570143429841_n
686342263_986833250530938_5115261819930127089_n
678371152_981843694363227_5726379582289471834_n

პროაქტიური შეხვედრა პოლიგლოტელებთან

2019 წლის 23 დეკემბერს სკოლა „პოლიგლოტში“ შედგა პროაქტიური შეხვედრა გიორგი აგირბაიასთან, შეხვედრაზე გაიმართა დისკუსია ახალგაზრდულ პრობლემებზე, განიხილეს მოსწავლეებმა ხარისხიანი განათლების პრობლემები, იასაუბრეს არაფორმალური განათლების, სოციალური პროექტების , კრიტიკული აზროვნების განვითარების, კლასგარეშე აქტივობებისა და სკოლაში ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვის მნიშვნელობაზე. ასევე, ისაუბრეს გაცვლით პროგრამებსა და მათს მნიშვნელობაზე. ამასთანავე შეხვედრაზე მეთერთმეტე კლასის მოსწავლეებმა ნიკა ჯოხაძემ და ნიკა გახოკიძემ გააკეთეს პრეზენტაცია ახალგაზრდულ საერთაშორისო გაცვლით პროგრამაზე, ვარნაში, სადაც იმყოფებიდნენ როგორც საქართველოს წარმომდგენლები პროაქტივ ჯგუფის წევრებთან ერთად თინი რურუას ხელმძღვანელობით. მოსწავლეებმა თანასკოლელებს გაუზიარეს გამოცდილება და მოუწოდეს, რომ აქტიურად ჩაერთონ გაცვლით პროგრამებში და მიიღონ საერთაშორისო გამოცდილება, რომელსაც გამოიყენებენ პრაქტიკულად.

და ბოლოს, შეხვედრაზე შეჯამდა პროაქტივ ჯგუფის ერთწლიანი მუშაობა, დაისახა პრიორიტეტული მიმართულებები, რაზეც აქტიურად იმუშავებენ 2020 წელს!
გიორგი აგირბაიამ განაცხადა, რომ დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა მისთვის ახალგაზრდებზე ზრუნვა ❤, მან აღნიშნა ,რომ ეს არის საქმე, რომელიც აბედნიერებს!
განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა სკოლას- სკოლა პოლიგლოტი • School Polygloti- მასპინძლობისთვის! თავისი მხრივ , სკოლა ,,პოლიგლოტი“ მადლობას უხდის პროაქტივ ჯგუფს, მის სულისჩამდგმელს გიორგი აგირბაიასა და დანარჩენ წევრებს, აქტიური თანამშრომლობისა და საინტერესო პროექტების განხორციელებისათვის. ულოცავს დამდეგ შობა- ახალ წელს და უსურვებს წინსვლასა და წარმატებებს შემოქმედებით საქმიანობაში.