კატეგორიები

მსგავსი სიახლეები

686467128_986837773863819_2151808826533718762_n
684499731_986836650530598_2735331327655935827_n
681075798_986835533864043_4710128075344152214_n
684860585_987028130511450_6071909570143429841_n
686342263_986833250530938_5115261819930127089_n
678371152_981843694363227_5726379582289471834_n

პროექტი – „ასე უყვარდათ უწინ“

15 აპრილს, სიყვარულის დღესთან დაკავშირებით, სკოლა პოლიგლოტის მე-8(ა) კლასში განხორციელდა ინტეგრირებული საგანმანათლებლო პროექტი – „ასე უყვარდათ უწინ“. პროექტის ავტორები იყვნენ: ფრანგული ენის მასწავლებელი, გვანცა არაბული და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, მელანო ჩოკორაია.

ღონისძიების მიზანი იყო მოსწავლეთა ლიტერატურული, კულტურული და ემოციური კომპეტენციების განვითარება.

პროექტის ფარგლებში მოსწავლეები გაეცნენ ცნობილი ფრანგი და ქართველი მწერლების, პოეტებისა და საზოგადო მოღვაწეების პირად წერილებს, რომლებიც სავსე იყო დიდი სიყვარულითა და ემოციით მათი საყვარელი ქალბატონების მიმართ.

მსგავსი ტიპის აქტივობები მნიშვნელოვნად უწყობს ხელს მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და სასწავლო პროცესის გამდიდრებას.

სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის მასწავლებლებს საინტერესო თანამშრომლობისათვის.