277434798_3048791195334857_8538478073891513546_n

კატეგორიები

მსგავსი სიახლეები

631696488_923259640221633_7881530594662097905_n
629314986_919854690562128_4892922197818763229_n
627687085_919853633895567_943502554385859435_n
627978585_919849290562668_204311861502125326_n
627572177_919078697306394_9143314432526299198_n
621759381_909720211575576_335203569368557239_n
ღია კარის დღე

პროექტი ,,ეთნოტური-პოლიგლოტში“

დასრულდა ორწლიანი სასკოლო პროექტი ,,ეთნოტური საქართველოში“ , რომელიც განხორციელდა სკოლა ,,პოლიგლოტის“ ჰუმანიტარულ – საზოგადოებრივი მეცნიერებებისა და ესთეტიკურ – სპორტული აღზრდის კათედრის ინიციატივით, დაიწყო 2021-2022 სასწავლო წელს და დასრულდა 2022-2023 სასწავლო წლის ივნისში. პროექტში მონაწილეობა მიიღეს მოსწავლეებმა, პედაგოგებმა და მშობლებმა. 💫✨

პროექტის მიზანი იყო:

➢ საქართველოს მხარეების ეთნოგრაფიულ-გეოგრაფიული და ისტორიულ-კულტურული ღირსშესანიშნაობების შესწავლა ;

➢ მატერიალური და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების გაცნობა ;

➢ საქართველოს ღირსშესანიშნაობების დათვალიერება, სასწავლო – შემეცნებითი ექსკურსიების მოწყობა;

➢ ღია გაკვეთილების, დისკუსიებისა და პრეზენტაციების გამართვა;

➢ ბროშურების, სარეკლამო ბუკლეტებისა და შემაჯამებელი აქტივობების აღსაწერად ჟურნალის შექმნა.

ჩატარდა პროექტის შემაჯამებელი ღონისძიება, რომელსაც წარუძღვა ჰუმანიტარულ-საზოგადოებრივი მეცნიერებებისა და ესთეტიკურ- სპორტული აღზრდის კათედრის ხელმძღვანელი, გეოგრაფიის მასწავლებელი, ნინო წამალაშვილი. მან ისაუბრა განხორციელებულ აქტივობებზე და აღნიშნა, რომ ამ გრანდიოზულმა პროექტმა გააერთიანა მთელი სასკოლო საზოგადოება, განამტკიცა თანამშრომლობითი ურთიერთობა, აამაღლა მოსწავლეთა ცნობიერება, წიგნიერება და შემოქმედებითი უნარები. ღონისძიება მუსიკალურად გააფორმა ანი ზაზაშვილმა, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით მას. 🙏🏻🫶🏻❤️❤️❤️დასკვნით ღონისძიებაზე მე-5 კლასიდან მე-11 კლასის ჩათვლით მოსწავლეებმა წარმოადგინეს საქართველოს კუთხეები, ისაუბრეს ჩვენი ქვეყნის მატერიალური და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისა და ღირსშესანიშნაობების შესახებ. ღონისძიების დასასრულს სკოლის დირექტორმა, ქალბატონმა მზია დაუშვილმა, მადლობა გადაუხადა პროექტის ხელმძღვანელს, ანა ჯავახიშვილს, გაწეული შრომისთვის და ყველა მონაწილეს, განსაკუთრებით კლასის ხელმძღვანელებს აქტიურობისა და საკუთარი გაღებული წვლილისათვის. მზადდება პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობების ამსახველი ჟურნალი, რომლის პრეზენტაციასაც დასრულებისთანავე შემოგთავაზებთ.❤️❤️❤️❤️❤️❤️🌟🌟🌟🌟🌟🌟