277434798_3048791195334857_8538478073891513546_n

კატეგორიები

მსგავსი სიახლეები

686467128_986837773863819_2151808826533718762_n
684499731_986836650530598_2735331327655935827_n
681075798_986835533864043_4710128075344152214_n
684860585_987028130511450_6071909570143429841_n
686342263_986833250530938_5115261819930127089_n
678371152_981843694363227_5726379582289471834_n

პროექტი ნიკო ფიროსმანი

სკოლა „პოლიგლოტის“ სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების პედაგოგი სოფიო ლიჩელი დისტანციური სწავლების პერიოდში უძღვება ძალიან საინტერესო პროექტს „პოლიგლოტის კვირეულს“. ყოველ კვირას მოსწავლეები ქალბატონ სოფიო ლიჩელთან ერთად ყურადღებით და დიდი ენთუზიაზმით არჩევენ კვირეულის თემატიკას. წარმოგიდგენთ ძალიან საინტერესო პროექტს , რომელიც ეძღვნება გამოჩენილ ქართველ მხატვარს ნიკო ფიროსმანს, რაც არ არის გასაკვირი ვინაიდან უკვე 2 წელია სკოლა „პოლიგლოტის“ მოსწავლეებს და ქალბატონ სოფიო ლიჩელს მჭიდრო ურთიერთობა აქვთ ნიკო ფიროსმანის სახლ-მუზეუმთან, ბავშვებმა თავიანთი გამოფენა წარმოადგინეს მის სახლ-მუზეუმში და შემდეგ წარმატებით იმოგზაურეს მირზაანში, ღია ცისქვეშ შექმნეს ნახატები. ამჯერადაც მათ გადაწყვიტეს ,რომ პირველი სიუჟეტი გაეკეთებინათ სწორედ ნიკო ფიროსმანზე და მიმართეს სახლ-მუზეუმის კურატორს, ქალბატონ ლალი ლომთათიძეს, რომელიც დიდი სიამოვნებით ჩაერთო ჩვენს პროექტში და დისტანციურად უმასპინძლა მოსწავლეებს, რისთვისაც სკოლა „პოლიგლოტი“ დიდ მადლობას უხდის მას და იტოვებს იმედს , რომ ჩვენი ურთიერთობა მომავალშიც საინტერესოდ გაგრძელდება.