კატეგორიები

მსგავსი სიახლეები

Screenshot
image00001
Untitlederer
605110731_885974837283447_4720933843484937573_n
image00004
601339104_880714467809484_6987369474849657019_n

პროექტი -„საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა“

მესამე წელია, რაც სკოლა “პოლიგლოტი“ ეროვნული არქივის საგანმანათლებლო პროექტებში მონაწილეობს. წელსაც ფართომასშტაბიან სასწავლო პროექტ „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის“ ფინალში „პოლიგლოტელებმა“ წარმატებით იასპარეზეს და გამარჯვებული სკოლების ხუთეულში მოხვდნენ. საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა სერთიფიკატები გადასცა მოსწავლეებს, შეჯიბრების წამყვანმა გიორგი მოსიძემ „პოლიგლოტელების“ თამაში მოიწონა და მომავალშიც მოიწვია სათამაშოდ. შეჯიბრებას ესწრებოდა საპატიო სტუმარი საფრანგეთიდან, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის ნოე რამიშვილის შვილიშვილი, მიშელ რამიშვილი. სკოლა „პოლიგლოტის“ გუნდის ხელძღვანელი არის ისტორიის პედაგოგი თინა დორეული. გუნდის წევრები, სკოლა „პოლიგლოტის“ IX-XI-XII კლასის მოსწავლეები, დიდი ენთუზიაზმით მოეკიდნენ საქმეს და შეისწავლეს საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორია. სკოლა „პოლიგლოტი“ ულოცავს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს სრულიად საქართველოს და ეროვნული არქივის სამეცნიერო გუნდს მადლობას უხდის ამ შესანიშნავი პროექტისათვის.