სკოლა ,,პოლიგლოტში“ IV კლასის პედაგოგმა ია ცაბაძემ განახორციელა პროექტი ,,ჩვენ გვიყვარს ცხოველები“, რომელიც მიეძღვნა ცხოველთა დაცვის საერთაშორისო დღეს. კერძოდ, საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოება”- GSPSA აქციით აღნიშნავს უპატრონო ცხოველების საერთაშორისო დღეს და სოლიდარობას უცხადებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ცხოველთა დამცველებს.ეს დღე არის უპატრონო ქუჩის ცხოველების დღე და ამ დღის მიზანია მათი დახმარება, გაჩუქება, საკვების მიწოდება, ალერსი და მათზე მზრუნველობა.პროექტი აქტუალურია იმით,რომ დაწყებითი კლასის მოსწავლეები არ იცნობენ ცხოველთა მრავალფეროვნებას, მათ საარსებო გარემოს, მათი ნახვით გაუჩნდებათ სურვილი მათი მოვლის, მოფრთხილების, დაცვის. სოციალური პროექტის მიზანია ცხოველთა მრავალფეროვნების გაცნობა, ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება,თანამშრომლობის უნარის განვითარება, ცხოველებისადმი პოზიტიური დამოკიდებულების ჩამოყალიბება.