კატეგორიები

მსგავსი სიახლეები

Screenshot
image00001
Untitlederer
605110731_885974837283447_4720933843484937573_n
image00004
601339104_880714467809484_6987369474849657019_n

პროექტი: „21-ე საუკუნის უნარები“

სკოლა პოლიგლოტში დაიწყო ინოვაციური სასწავლო პროექტი: „21-ე საუკუნის უნარები“.

შეხვედრის ფარგლებში მოსწავლეებმა განიხილეს და გააანალიზეს ცნობილი უნივერსალური მითები და ინტერპრეტაციები. იმსჯელეს სიზიფეს, პრომეთეს, არგონავტების მითებზე, დაუკავშირეს თანამედროვეობას და ზოგ შემთხვევაში შეცვალეს კიდეც. ბოლოს, სკოლის დირექტორმა შეაჯამა მოსწავლეთა ინტერპრეტაციები და სიზიფეს მითის ახლებური გადაწყვეტაც შესთავაზა მათ.

21-ე საუკუნის უნარები არის უნიკალური საგანმანათლებლო პროგრამა,რომელსაც სკოლა პოლიგლოტი მოსწავლეებს სთავაზობს. პროგრამა ემსახურება თანამედროვე საზოგადოების გამოწვევების დასაძლევად აუცილებელი უნარ-ჩვევების განვითარებას. კურსი ეყრდნობა თეორიულ ცოდნასა და პრაქტიკულ სავარჯიშოებს, რომელთა საშუალებით მოსწავლეები გამოიკვლევენ და ისწავლიან ისეთ უნარებს, როგორიცაა კრიტიკული აზროვნება, პრობლემების კრეატიული გადაჭრა, გუნდური მუშაობა, ციფრული წიგნიერება, ემოციური თუ ინტელექტი და სხვ. მოსწავლეები იმუშავებენ როგორც ინდივიდუალურად, ასევე მონაწილეობას მიიღებენ ჯგუფურ პროექტებში, პერფორმანსებსა და ინტერაქციულ აქტივობებში, რაც დაეხმარება მათ ახალი ცოდნის პრაქტიკულ გამოყენებაში.

მსგავის ტიპის პროგრამები შესაძლებლობას აძლევს და ეხმარება მოსწავლეებს 21 საუკუნის პროფესიები სწორად შეარჩიონ.