კატეგორიები

მსგავსი სიახლეები

481672046_659163189964614_1357673203803837767_n
att(1)
att
att
att
d948ee65-4d7a-4b6b-947f-20fa5468f1b1

პროფესორ ცირა ბარბაქაძის მასტერკლასი: ემოციური ინტელექტი (სავარჯიშოები და აქტივობები)

სკოლა პოლიგლოტში არაფორმალური განათლების ფარგლებში გაიმართა პროფესორ ცირა ბარბაქაძის მასტერკლასი: ემოციური ინტელექტი (სავარჯიშოები და აქტივობები).

თანამედროვე  გამოწვევებით სავსე სამყაროში წარმატების მისაღწევად მხოლოდ ინტელექტი IQ  საკმარისი აღარ არის, საჭიროა ისეთი უნარის განვითარება, როგორიცაა, ემოციური ინტელექტი, ანუ EI.

მასტერკლასის ფარგლებში მოსწავლეებმა მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია ემოციური ინტელექტის შესახებ, როგორ ყალიბდება ის, რატომ არის საჭირო და როგორ შეიძლება მისი მართვა. ასევე დიდი ინტერესით შეასრულეს ემოციური ინტელექტის აქტივობები.

     ლექციის ბოლოს კი ჩვენი სკოლის დირექტორმა, ქალბატონმა მზია დაუშვილმა, ისაუბრა ემოციური ინტელექტის მნიშვნელობაზე, ემოციების მართვის აუცილებლობაზე და თანაგრძნობის უნარზე.

მადლობა ქალბატონ ცირას ასეთი საინტერესო მასტერკლასისთვის.