277434798_3048791195334857_8538478073891513546_n
გილოცავთ!

რა არის ბულინგი და რა ფორმით შეიძლება იყოს გამოხატული

სკოლა ,,პოლიგლოტის” მეოთხე ,,ა” კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა ძალადობის წინააღმდეგ კამპანიაში. მათ ონლაინ სივრცეში, ჩაუტარდათ საინფორმაციო შეხვედრა ა/ო ,,დემოკრატ ქალთა საზოგადოების” მიერ, თემაზე: რა არის ბულინგი და რა ფორმით შეიძლება იყოს გამოხატული. მასწავლებელმა ცირა ლომიძემ და მოსწავლეებმა განახორციელეს პროექტი სახელწოდებით ,, არა ბულინგს”. მათ გააკეთეს ჩანახატები და პრეზენტაციები სხვადასხვა ენაზე. პროექტში მოსწავლეებთან ერთად აქტიური მონაწილეობა მიიღეს მშობლებმა და უცხო ენის პედაგოგებმა: მერი ციმაკურიძემ, თეონა ჭანკვეტაძემ და ლამარა თვალიაშვილმა.

სკოლა “პოლიგლოტი” დიდ მადლობას უხდის მეოთხე “ა” კლასის პედაგოგსა და დამრიგებელს ცირა ლომიძეს, ინგლისური,ფრანგული და რუსული ენის პედაგოგებს და რა თქმა უნდა მოსწავლეებს ასეთი შესანიშნავი პროექტის განხორციელებისთვის.