კატეგორიები

მსგავსი სიახლეები

123 (2)
f86a09c5-4e9c-4d98-a9bd-dc79b845b404
74dcefc3-e704-443f-8d6b-d1dfc24f4c30
18f9c1fa-5677-49a9-93ab-61232fbb1b44
image00017
image00003

რა? სად? როდის?

სკოლა ,,პოლიგლოტში“ ჩატარდა ინტელექტუალური თამაშის ,,რა? სად?როდის? “ შემოდგომის სეზონი. თამაშში მონაწილეობდნენ VIII-IX-X-XI კლასების გუნდები.

თამაში ჩატარდა სამ რაუნდად მეგობრულ გარემოში.

სპეციალურმა ჟიურიმ სკოლის დირექტორის, ქალბატონი მზია დაუშვილის, გადაწყვეტილებით, გამარჯვებული გუნდები დაასაჩუქრა პირველი,მეორე და მესამე ხარისხის დიპლომებით, ასევე პირველ ადგილზე გასულ გუნდს გადაეცა თამაშის სიმბოლო ულამაზესი ოქროსფერი ,, ბუ “ , რომელიც იქნება გარდამავალი პრიზი და ზამთრის სეზონის გამარჯვებულ გუნდს გადაეცემა მომავალში. ამასთანავე მოსწავლეების მოტივაციის ამაღლების მიზნით ქალბატონმა მზიამ ფინალში გასული სამივე გუნდის მოსწავლეები დააჯილდოვა ბავშვების საყვარელი გასართობი ცენტრის ,,ვენდისის“ ფასიანი ვაუჩერით, სადაც მოსწავლეები სასიამოვნოდ გაატარებენ დროს ღონისძიების ორგანიზატორებთან ერთად .

დიდი მადლობა ღონიძიების სულისჩამდგმელებსა და ორგანიზატორებს, სასწავლო -აღმზრდელობითი პროცესების მართვის მენეჯერს ქალბატონ ანა ჯავახიშვილს , მათემატიკის მასწავლებელს ზურაბ შუბითიძეს, დიდი მადლობა კლასის დამრიგებლებს, ნინო წამალაშვილსა და სალომე ქერაშვილს, მუსიკის მასწავლებელს ანი ზაზაშვილს და ჟიურის წევრს ქალბატონ თინა დორეულსა და რა თქმა უნდა, სკოლის დირექტორს ქალბატონ მზია დაუშვილს ამ შესანიშნავი ღონისძიების სპონსორსა და ძირითად მხარდამჭერს.

გუნდებს ვულოცავთ ღირსეულ გამარჯვებას და ვუსურვებთ წინსვლას მომავალშიც.