2015 წლის 25 დეკემბერს სკოლა “პოლიგლოტში” რუსული ენის მასწავლებლის იზაბელა ბულგაკოვას ხელმძღვანელობით ჩატარდა მოსწავლის მიერ შექმნილი, მისალოცი საახალწლო ბარათების კონკურსი. ფარული კენჭისყრით გამოვლინდნენ გამარჯვებულები. კონკურსში მონაწილეობდნენ II-VIII კლასის მოსწავლეები.I ადგილი დაიკავა VIII კლასის მოსწავლემ ნიცა კუპრაძემ
II ადგილი დაიკავა კლასის მოსწავლემ თეკლა ხუხუნაიშვილმა.
III ადგილი დაიკავა VIII კლასის მოსწავლემ ნინო გომელაურმა.
გამარჯვებული მოსწავლეები სკოლის ადმინისტრაციამ დააჯილდოვა ქების სიგელებითა და ფასიანი საჩუქრებით.