277434798_3048791195334857_8538478073891513546_n
321458322_522419756518712_6661848985238954683_n

საახალწლო გასართობ-შემეცნებითი კონკურსი

მე-7 კლასში ჩატარდა საახალწლო გასართობ- შემეცნებითი კონკურსი, რომელმაც მხიარულად ჩაიარა. კლასი დაყოფილი იყო ოთხ გუნდად, თითოეულ გუნდს ჰქონდა სახელი და ჰყავდა კაპიტანი. კონკურსის შედეგებს აფასებდა საპატიო ჟიური , დიდი მადლობა პატივცემულ ჟიურის : სკოლა ,,პოლიგლოტის დირექტორს ქალბატონ მზია დაუშვილს, დირექტორის მოადგილეს, ქალბატონ ეკატერინე სიორდიას და ისტის პედაგოგს ,ქალბატონ მარიამ ბაშარულს. დიდი მადლობა ღონისძიების წამყავნს, მათემატიკის მასწავლებელს , ზურაბ შუბითიძეს; დიდი მადლობა თამარ ტეფნაძესა და ანი ზაზაშვილს ღონისძიების ტექნიკური და მუსიკალური გაფორებისთვის. დიდი მადლობა ჩვენს საყვარელ მშობლებს გვერდში დგომისა და დახმარებისთვის. კონკურსის გამარჯვებული გახდა გუნდი ,,მანდარინები“. სკოლის დირექციამ გამარჯვებული გუნდი დააჯილდოვა დიპლომით. ვულოცავთ გამარჯვებას და ვუსურვებთ ჩვენს საყვარელ მოსწავლეებს მრავალ წარმატებას მომავალშიც . ღონისძიების ბოლოს მოსწავლეებმა მიიღეს ,,საიდუმლო სანტას“ საჩუქრები და მიირთვეს ტკბილეული. ღონისძიების სულის ჩამდგმელი და ორგანიზატორი იყო მე-7 კლასის დამრიგებელი ქალბატონი ანა ჯავახიშვილი.✨💫✨💫🎄