კატეგორიები

მსგავსი სიახლეები

att(1)
att
att
att
d948ee65-4d7a-4b6b-947f-20fa5468f1b1
att

საერთაშორისო დოკუმენტური კინოფესტივალის პრეზენტაცია “პოლიგლოტში” 

,,სკოლა ,,პოლიგლოტს“ ესტუმრნენ შემოქმედებით-დოკუმენტური კინო ფესტივალის სინედოკ-თბილისი -2017 წ-ის წარმომადგენლები : ნინია რაჯებაშვილი ( სექცია სინედოკ-იანგის ხელმძღვანელი) და ნათია მოციქულაშვილი. სტუმრებმა გააცნეს მოსწავლეებს ფესტივალის პროგრამა და კონკურსების პირობები. დაურიგეს მოსწავლეებს საერთაშორისო დოკუმენტური კინოფესტივალის სარეკლამო ბუკლეტები. პროექტი მიზნად ისახავს მოსწავლეთა ჩართულობას კინო ფესტივალში, არგუმენტირებული მსჯელობის უნარის განვითარებას, აქტუალურ თემებზე მსჯელობას , პრობლემებზე დაფიქრებას. წლევანდელი კინოფესტივალის თემაა: ,,მიგრაცია“, რაც მწვავე პრობლემაა არა მარტო საქართველოში , არამედ მთელ მსოფლიოში. ფესტივალის ფარგლებში მოსწავლეები მიიღებენ სხვადასხვა კონკურსში მონაწილეობას, დაესწრებიან კინოჩვენებას და შეხვდებიან კინორეჟისორებს, მიიღებენ მონაწილეობას დიკუსიებსა და კინოფილმების განხილვაში, გაივლიან მონტაჟის ვორკშოფ-ტრენინგს.