კატეგორიები

მსგავსი სიახლეები

att(1)
att
att
att
d948ee65-4d7a-4b6b-947f-20fa5468f1b1
att

საინიციატივო ჯგუფის პროექტი

სკოლა ,,პოლიგლოტის“ მოსწავლეთა საინიციატივო ჯგუფმა განახორციელა საინტერესო პროექტი. ჯგუფის წევრებმა (კლასების მიხედვით ) ჯერ გააცნეს  მოსწავლეებს საქართველოს ეროვნული გმირების,საზოგადო მოღვაწეებისა და პოეტების ბიოგრაფიები,  მათი  ღვაწლი სამშობლოსა და ქართველი ერის წინაშე,ხოლო შემდეგ მოინახულეს,  მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეებთან ერთად, მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი. მოსწავლეებმა ყვავილებით შეამკეს ილია ჭავჭავაძის, იაკობ გოგებაშვილის, ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას საფლავები, ასევე  პატივი მიაგეს  პანთეონში განსვენებულთა სულებს, მოილოცეს მამადავითის ტაძარი, დატკბნენ თბილისის ულამაზესი ხედით და ამაღლებული განწყობით დაბრუნდნენ სკოლაში. ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელი ლუკა ფიჩხნარაშვილი და გუნდის დანარჩენი წევრები.

დიდი მადლობა საინიციატივო ჯგუფს.