სკოლა პოლიგლოტის მე-9 (ბ) კლასის მოსწავლეებმა, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელ, მელანო ჩოკორაიასთან ერთად, ჩაატარეს სასკოლო კონფერენცია თემაზე -„კარგ ქართველთა ხსოვნისთვის“.
ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა წარმოადგინეს სხვადასხვა ეპოქის გამორჩეული ქართველების შესახებ მომზადებული მოხსენებები – მეფეების, საზოგადო მოღვაწეების, ეროვნული გმირებისა და იმ ადამიანების შესახებ, რომლებმაც თავიანთი ცხოვრებითა და საქმით მნიშვნელოვანი კვალი დატოვეს საქართველოს ისტორიაში, ლიტერატურასა და კულტურაში.
კონფერენციის მიზანი იყო ეროვნული თვითშეგნების გაღრმავება, ისტორიული მეხსიერების გაფრთხილება, სამოქალაქო პასუხისმგებლობის გააზრება და კვლევითი, ანალიტიკური, საკომუნიკაციო უნარების განვითარება, რაც სრულ შესაბამისობაშია განათლების ეროვნულ მიზნებთან.
სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის მე-9 (ბ) კლასის მოსწავლეებს და მელანო ჩოკორაიას ასეთი საინტერესო კონფერენციის ჩატარებისათვის.











