კატეგორიები

მსგავსი სიახლეები

att(1)
att
att
att
d948ee65-4d7a-4b6b-947f-20fa5468f1b1
att

სასკოლო პროექტი ,,მე ცელიაკია მაქვს – გაიგე მეტი ჩემ შესახებ”

ცნობიერების ამაღლების ინიციატივის ფარგლებში, საქართველოს ცელიაკიის ეროვნული ასოციაცია-ის ორგანიზებით, ,,სცეას” სასკოლო პროექტის ,,მე ცელიაკია მაქვს – გაიგე მეტი ჩემ შესახებ” პოექტის ავტორები და ასოციაციის წარმომადგენლები ესტუმრნენ სკოლა პოლიგლოტს • School Polygloti -კერძოდ, III-ა კლასს.

შეხვედრაზე განხილული იყო:

1. რა არის გლუტენი და გლუტენის აუტანლობა?

2.რომელი პროდუქტებია გლუტენის მთავარი წყარო?

3. სად იმალება გლუტენი?

4. შემთხვევით არასწორი პროდუქტი მივიღე? ჩემი იმუნური სისტემა შეეცდება დამიცვას;

5. ჩემი დღის რაციონი ისეთივეა როგორიც შენი. გინდა გაგიმხილო როგორ?

6. მე შენ გასწავლი როგორ უნდა აარჩიო ჩემთვის უსაფრთხო საკვები;

7. მე მაქვს გლუტენის აუტანლობა, გამოიცანი რომელია ჩემთვის უსაფრთხო პროდუქტი.

შეხვედრის დასასრულს ბავშვებს საჩუქრად გადაეცათ გლუტენის გარეშე პროდუქტები:

Healthy Store • ჰელსი სთორ-ის უგლუტენო და ვეგანური ტკბილეული;

Gvantsa’s gluten free sweets-ის უგლუტენო მაფინები.

სკოლა პოლიგლოტი • School Polygloti მადლობას უხდის საქართველოს ცელიაკიის ეროვნულ ასოციაცია-ს და ასოციაციის გენერალურ მდივანს ქალბატონ მარიამ მაჭარაშვილს საინტერესო ღონისძიებისათვის და ბავშვების გახარებისთვის.