277434798_3048791195334857_8538478073891513546_n

სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსია კახეთში

2015 წლის 11 ოქტომბერს სკოლა “პოლიგლოტის” მე-9 კლასის მოსწავლეები იმყოფებოდნენ სასწავლო შემეცნებით ექსკურსიაზე კახეთში, შემდეგი მარშრუტით: ძველი შუამთა, ახალი შუამთა, ალავერდი, იყალთო, გრემი, ნეკრესი და ღვინის გვირაბი. გზად შეიარეს თელავში, დაესწრნენ ღვინის ფესტივალს. ოქროსფერმა შემოდგომამ წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა მოსწავლეებზე. ყურძნით დატვირთული მანქანები მიემართებოდნენ მარნებისკენ, ირგვლივ ბადაგის სურნელი ტრიალებდა.