277434798_3048791195334857_8538478073891513546_n

კატეგორიები

მსგავსი სიახლეები

686467128_986837773863819_2151808826533718762_n
684499731_986836650530598_2735331327655935827_n
681075798_986835533864043_4710128075344152214_n
684860585_987028130511450_6071909570143429841_n
686342263_986833250530938_5115261819930127089_n
678371152_981843694363227_5726379582289471834_n

საქართველოს პაროდონტოლოგიის ასოციაციის პრეზიდენტის, თათია როხვაძის ვიზიტი პოლიგლოტში

სკოლა პოლიგლოტს სტუმრად ეწვია საქართველოს პაროდონტოლოგიის ასოციაციის პრეზიდენტი თათია როხვაძე თავის გუნდთან ერთად.

ისინი ახორციელებენ პროექტს – ,,მე ვიხეხავ კბილებს” , რომლის მიზანია ახალი თაობის ინფორმირება და სტომატოლოგიის სფეროში განათლების დონის ამაღლება. პროექტის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლების მოსწავლეებს, უტარდებათ ტრენინგი პირის ღრუს სწორად მოვლისა და დაავადებების პროფილაქტიკის შესახებ. ტრენინგები მორგებულია ასაკობრივ ჯგუფებზე და შემეცნებითთან ერთად აქვს სახალისო ხასიათი. 🦷🦷🦷

დიდი მადლობა ქალბატონ თათიას, მის არაჩვეულებრივ გუნდთან ერთად, სკოლა „პოლიგლოტის“ მოსწავლეების გახარებისა და დასაჩუქრებისთვის.