2016 წლის 20 ნოემბერს სკოლა ,,პოლიგლოტის“ მოსწავლეთა საინიციატივო ჯგუფის თავმჯდომარის ელენე სვიანაძის ორგანიზატორობითა და სკოლის დირექციის ხელშეწყობით ,,პოლიგლოტის“ მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა საქველმოქმედო აქციაში. კერძოდ, სკოლა ,,პოლიგლოტის“ დირექტორმა, ქალბატონმა მზია დაუშვილმა, ,,ბერი ანდრიას სახელობის ბავშვთა ფონდს“ გადაურიცხა თანხა და შეუძინა საკვები პროდუქტები და ტკბილეული , ხოლო სკოლა ,,პოლიგლოტის“ მოსწავლეებმა დაავადებული ბავშვებისათვის შეაგროვეს საჩუქრები, სათამაშოები, წიგნები და ტანსაცმელი. აქციის მონაწილეები ესტუმრნენ ,, ბერი ანდრიას სახელობის ბავშვთა ფონდს“, პირადად გადასცეს დაავადებულ ბავშვებს საჩუქრები, მოეფერნენ . ეთამაშნენ მათ , საერთო ენა ადვილად გამონახეს პატარებთან და დაჰპირდნენ მათ,რომ კიდევ მოინახულებენ. მოსწავლეებთან ერთად საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობდნენ სკოლა ,,პოლიგლოტის“ დირექტორის მოადგილეები: საორგანიზაციო დარგში – ეკატერინე სიორდია და სასწავლო -აღმზრდელობით დარგში- ანა ჯავახიშვილი.
სკოლა ,,პოლიგლოტი“ ხშირად ატარებს მსგავს ღონისძიებებს, ქველმოქმედებაში შეტანილი წვლილისთვის ჩვენი სკოლა დააჯილდოვეს და გადასცეს სიგელი. სკოლა ,,პოლიგლოტი“ კვლავაც გააგრძელებს სხვათა დახმარებას და მოუწოდებს საზოგადოებას,რომ გამოიჩინონ გულისხმიერება და დახმარების ხელი გაუწოდონ მათ, ვისაც ეს ძალიან სჭირდება.