2017 წლის 6 აპრილს სკოლა ,,პოლიგლოტის“ XII კლასის მოსწავლეები შეხვდნენ საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის წარმომადგენლებს, რომლებმაც ისაუბრეს თავიანთი უნივერსიტეტის 25-წლიანი ისტორიის შესახებ, გააცნეს მოსწავლეებს აკრედიტებული, გაცვლითი და დუალური პროგრამები, გადასცეს სასaჩუქრე პაკეტები და აღნიშნეს, რომ სდასუ 1991 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ლოცვა-კურთხევით დაარსდა. ისაუბრეს სდასუ-ს საერთაშორისო აღიარების შესახებ.