კატეგორიები

მსგავსი სიახლეები

559833326_829385439609054_4757032051803268650_n
562379411_825767989970799_5822693409215487653_n
561087279_824460610101537_3548071344682186546_n
1
481672046_659163189964614_1357673203803837767_n
526644455_771154618765470_3102988555932484942_n

სიახლე ახალ 2020-21 სასწავლო წელთან დაკავშირებით!

სკოლა “პოლიგლოტის” მშობლებისა და მოსწავლეების საყურადღებოდ !

საქართველოს განათლების, მეცნიერების,კულტურისა და სპორტის მინისტრის N95/N ბრძანების საფუძველზე სკოლა “პოლიგლოტი” 2020-2021 სასწავლო წელს იწყებს 2 კვირით დისტანციური სწავლებით , ხოლო 1 ოქტომბრიდან ჩვეულებრივად გავაგრძელებთ სწავლას არა დისტანციურად, არამედ საკლასო ოთახებში. ეს ეხება სკოლა “პოლიგლოტის” მე-2 კლასიდან მე-12 კლასის ჩათვლით მოსწავლეებს .

სკოლა “პოლიგლოტის” პირველი კლასის მშობლების საყურადღებოდ!

საქართველოს განათლების , მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ზემოთ აღნიშნული ბრძანების საფუძვლად, დისტანციური სწავლება შეეხება მხოლოდ მე-2 დან მე-12 კლასის ჩათვლით მოსწავლეებს, ხოლო პირველი კლასის მოსწავლეები 2020-21 სასწავლო წელს დაიწყებენ 1 ოქტომბერს, საკლასო ოთახებში.

მშობლებს გთხოვთ არ ინერვიულოთ, პირველი კლასის მოსწავლეები ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით სწავლას ამთავრებენ 28 მაისს, ჩვენ 2 კვირას დავამატებთ და როგორც ყელა მოსწავლე , ისე პირველკლასელებიც სწავლას 2021 წლის 15 ივნისს დაამთავრებენ . იმ შემთხვევაში თუ საჭირო იქნება, სკოლა “პოლიგლოტი” მარტის არდადეგებსაც გამოიყენებს საგანმანათლებლო მიზნით. ასევე, შაბათ დღეებსაც გამოვიყენებთ საგანმანათლებლო მიზნით.

სკოლა “პოლიგლოტის” დირექციამ ყველა პირობა შექმნა რათა დაცული იყოს სკოლაში ჯანმრთელობის სამინისტროსა და განათლების სამინისტროს მიერ მოცემული ყველა რეკომენდაცია და ბავშვებს შევუქმენით უსაფრთხო და დაცული გარემო!