8 მარტთან დაკავშირებით საქართველოში შეირჩა 500 წარმატებული, ბიზნესში მოღვაწე ქალბატონი. სპეციალურად შექმნილმა კომისიამ კი მათგან გამოარჩია 50 ქალბატონი. დასახელდა მათთვის მხოლოდ ოცი ნომინაცია და მათ შორის ნომინაცია „ მისის ბიზნეს ლედი – განმანათლებელი 2016„ წილად ხვდა ქალბატონ მზიას.
დაჯილდოვების ცერემონიალთან დაკავშირებით საქართველოში ჩამოვიდნენ სპეციალური სტუმრები: ამერიკელი ჯაზისა და სოულის მომღერალი ჯული მასინო, პოპ დივა მადონას პირადი მეიქაფი იანოს ენჯელსი და ცნობილი ბერძენი მომღერალი ალექსი.
ეს პროექტი „მისის ბიზნეს ლედი 2016 „ ამავე დროს იყო საქველმოქმედო და ეძღვნებოდა დიაბეტით დაავადებულ ქალბატონებს.
პროექტის მხარდამჭერი იყო ტელეკომპანია იმედი, GDS და სხვა კომპანიები. დაჯილდოების ცერემონიალი და კონცერტი გაიმართა რესტორან „ მონოპოლში