277434798_3048791195334857_8538478073891513546_n
news_415

სკოლა,,პოლიგლოტის“ ნორჩი მხატვრების-,, ART-პოლიგლოტის“- გამოფენა

2019 წლის 12 მაისს , სკოლა ,,პოლიგლოტის“ ნორჩი მხატვრების-,, ART-პოლიგლოტის“- გამოფენა მოეწყო საქართველოს პარლამენტის ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში. გამოფენის ორგანიზატორი იყო სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელი სოფიო ლიჩელი, რომლის თაოსნობითაც მოეწყო „პოლიგლოტის „ მოსწავლეების არაერთი გამოფენა. ამჯერადაც მნახველებზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა ბავშვების შემოქმედებამ, თვალს გვჭრიდა პატარების ფერადი, ულამაზესი, მრავალფეროვანი სამყარო, მათ ნამუშევრებში იგრძნობოდა სითბო, სიყვარული და ორიგინალობა. გამოფენის გახსნას ესწრებოდნენ სკოლა პოლიგლოტის დირექტორი ქალბატონი მზია დაუშვილი, სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესების მართვის მენეჯერი ანა ჯავახიშვილი, მშობლები, მოწვეული სტუმრები და სკოლის მოსწავლეები. გამოფენა დაიხურება 15 მაისს. დიდი მადლობა ქალბატონ სოფიო ლიჩელს დაუღალავი შრომისათვის, ბავშვებს – ამ შესანიშნავი სანახაობის მოწყობისათვის და მშობლებს -თანამშრომლობისა და გვერდზე დგომისთვის. წარმატებებს ვუსურვებთ ,, ART-პოლიგლოტს“.