ჩემი თვალით დანახული აფხაზეთი“- ნომინაცია ,,ჟიურის რჩეული“
სკოლა ,,პოლიგლოტმა” მონაწილეობა მიიღო სასკოლო კონკურსში ,,ჩემი თვალით დანახული აფხაზეთი“, რომელიც ჩატარდა საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს საპატრიარქოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მიერ. სკოლა ,,პოლიგლოტი” დაჯილდოვდა ნომინაციაში: ,, ჟიურის რჩეული “. განათლების მინისტრმა, ბატონმა გიორგი ამილახვარმა, სკოლის დირექტორს, ქალბატონ მზია დაუშვილს, მიულოცა გამარჯვება და გადასცა დიპლომი , სასაჩუქრე პაკეტი და ვაუჩერი.
დიდი მადლობა პატივცემულ ჟიურის სკოლა ,,პოლიგლოტის” მოსწავლეების შრომის დაფასებისა და წარმოჩენისათვის.
დიდი მადლობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ასევე საქართველოს საპატრიარქოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს, რადგან მოგვეცა საშუალება მონაწილეობა მიგვეღო ამ მეტად მნიშვნელოვან პროექტში.







