277434798_3048791195334857_8538478073891513546_n
news_574

სკოლა “პოლიგლოტის” თვითმმართველობა

სკოლა “პოლიგლოტის” მოსწავლეთა თვითმმართველობის თაოსნობით ბევრი ღონისძიება ტარდება,მათ შორის გამორჩეული იყო მე-5,მე-6 კლასის მოსწავლეებთან შეხვედრა. შეხვედრის თემა იყო ” სკოლა და მოსწავლეთა ქცევა”. დისკუსიაც ამ კითხვით დაიწყო – როგორ უნდა იქცეოდეს ბავშვი სკოლაში? ; რა არის მისაღები და მიუღებელი? . მოსწავლეებმა გამოთქვეს თავიანთი მოსაზრებები და დაასკვნეს , რომ მათი ქცევა აისახება სწავლის ხარისხზეც , თვითმმართველობის წევრებმა კიდევ ერთხელ გააცნეს უმცროს კლასელებს მოსწავლეთა ქცევის კოდექსი , სკოლის შინაგანაწესი . შეხვედრა გახლდათ საინტერესო, მით უფრო რომ ორგანიზატორები იყვნენ უფროსკლასელები.