საქართველოს ეროვნულ არქივში სკოლა “პოლიგლოტის” მეათეკლასელებმა დაათვალიერეს გამოფენა “რეპრესიები საქართველოში”. რეპრესირებულ პოეტთა, მწერალთა, მსახიობთა, საზოგადო მოღვაწეთა ბიოგრაფიებმა, პირადი ნივთების ხილვამ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მოსწავლეებზე. ბავშვები საქართველოს ეროვნულ არქივში იმყოფებოდნენ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელ თეონა დიასამიძესთან ერთად.