კატეგორიები

მსგავსი სიახლეები

att(1)
att
att
att
d948ee65-4d7a-4b6b-947f-20fa5468f1b1
att

სკოლა “პოლიგლოტის” მოსწავლეების ვიზიტი საქართველოს პარლამენტში

სკოლა ,,პოლიგლოტი“ ზრუნავს მოსწავლეებში მოქალაქეობრივი კომპეტენციების განვითარებაზე. ამჯერადაც სამოქალაქო განათლებისა და ისტორიის პედაგოგების, ნაზი ზაალიშვილისა და თინა დორეულის ხელმძღვანელობით მე-10 და მე-9 კლასის მოსწავლეები ესტუმრნენ საქართველოს პარლამენტს. ვიზიტის დროს მიმდინარეობდა მე-10 მოწვევის პარლამენტის საგაზაფხულო სესიის 13 აპრილის პლენარული სხდომა , ,,პოლიგლოტელები“ მიიპატიჟეს სხდომაზე და როგორც საპატიო სტუმრებს, მქუხარე ტაშით შეხვდნენ. დიდი მადლობა საქართველოს პარლამენტს ამ შესაძლებლობისთვის და საქართველოს პარლამენტის ვიცე სპიკერს ,გია ვოლსკის განსაკუთრებული მასპინძლობისა და გულთბილი დახვედრისათვის. მან მოსწავლეებს მადლობა გადაუხადა სტუმრობისთვის და უთხრა, რომ საქართველოს პარლამენტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი სწორედ ახალგაზრდა თაობისათვის ნათელი და ბედნიერი მომავლის შექმნაა. მოსწავლეებმა დაათვალიერეს პარლამენტის შენობა, შეისწავლეს მისი ისტორია. პარლამენტში ვიზიტმა მათზე დაუვიწყარი შთაბეჭდილება მოახდინა!