277434798_3048791195334857_8538478073891513546_n
news_181

სკოლა ,,პოლიგლოტის“ I კლასში ჩატარდა დედაენის დღისადმი მიძღვნილი გაკვეთილი ,,ანბანის მობრძანება“.

2016 წ. 6 ოქტომბერს სკოლა ,,პოლიგლოტის“ I კლასში ჩატარდა დედაენის დღისადმი მიძღვნილი გაკვეთილი ,,ანბანის მობრძანება“. მოსწავლეებმა პედაგოგებისა და მასწავლებლების წინაშე წარმოაჩინეს წინასაანბანო პერიოდში ათვისებული უნარ-ჩვევები. წაიკითხეს ლექსები ,,ანბანთქებისა“. შეეჯიბრნენ გამოცანებისა და ჩქარსათქმელების გამოცნობაში. შეასრულეს სიმღერები და ლექსებით მიეგებნენ ,,თის“ მობრძანებას მოისმინეს ინფორმაცია იაკობ გოგებაშვილისა და ,,დედაენის“ შექმნის შესახებ. დღის მეორე ნახევარში კლასმა მოინახულა დედაენის ძეგლი ,,ცოდნის ზარი“და ყვავილებით შეამკო მთაწმინდის პანთეონში იაკობ გოგებაშვილის საფლავი.