კატეგორიები

მსგავსი სიახლეები

29937c98-9c9b-4ae5-b84a-15a3b230c092
image00001
513917584_743701731510759_1912240171572954828_n
513309756_743559901524942_363703278428546158_n
513631045_742895381591394_2082076973398199342_n
506974498_742054401675492_9095122671388516972_n

სკოლა ,,პოლიგლოტში“ ოკუპაციის 103 წლისთავისადმი მიძღვნილი  კვირეული დაიწყო

სკოლა ,,პოლიგლოტში“ დაიწყო ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციის 103 წლისთავისადმი მიძღვნილი  კვირეული. კვირეულის დევიზია: ,,არა, ოკუპაციას!“ 

 კვირეულის ფარგლებში მოსწავლეები იმყოფებოდნენ ტაბახმელაში.  ყვავილებით  შეამკეს 1921 წელს ტაბახმელა-კოჯრის მისადგომებთან გამართულ ბრძოლაში დაღუპული იუნკრების პატივსაცემად აღმართული მემორიალი. დაანთეს სანთლები და წუთიერი დუმილით პატივი სცეს დაღუპულთა ხსოვნას.  ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ ისტორიის პედაგოგი, ქალბატონი  თინა დორეული და მე-7 კლასის დამრიგებელი , ქალბატონი  ნინო გოგოლაძე .