- სკოლა ,,პოლიგლოტში“ გრძელდება სოციალური პროექტების ციკლი. გამოყენებითი ხელოვნებისა და ხატვის მასწავლებელმა სოფიო ლიჩელმა განახორციელა საინტერესო პროექტი ,,ცხოველებსაც გააჩნიათ ტკივილის გრძნობა“, რომელიც მიეძღვნა ცხოველთა დაცვის საერთაშორისო დღეს. კერძოდ, საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოება”- GSPSA აქციით აღნიშნავს უპატრონო ცხოველების საერთაშორისო დღეს და სოლიდარობას უცხადებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ცხოველთა დამცველებს.ეს დღე არის უპატრონო ქუჩის ცხოველების დღე და ამ დღის მიზანია მათი დახმარება, გაჩუქება, საკვების მიწოდება, ალერსი და მათზე მზრუნველობა.პროექტი აქტუალურია იმით,რომ დაწყებითი კლასის მოსწავლეები არ იცნობენ ცხოველთა მრავალფეროვნებას, მათ საარსებო გარემოს, მათი ნახვით გაუჩნდებათ სურვილი მათი მოვლის, მოფრთხილების, დაცვის. სოციალური პროექტის მიზანია ცხოველთა მრავალფეროვნების გაცნობა, ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება,თანამშრომლობის უნარის განვითარება, ცხოველებისადმი პოზიტიური დამოკიდებულების ჩამოყალიბება. აგრეთვე, სიყვარულული და კეთილგანწყობა ფაუნის მიმართ,სიკეთის კეთების სურვილი და შებრალების ცნობიერება. პროპაგანდის მოწყობა-გატარება სკოლასა და საზოგადოებაში.