კატეგორიები

მსგავსი სიახლეები

686467128_986837773863819_2151808826533718762_n
684499731_986836650530598_2735331327655935827_n
681075798_986835533864043_4710128075344152214_n
684860585_987028130511450_6071909570143429841_n
686342263_986833250530938_5115261819930127089_n
678371152_981843694363227_5726379582289471834_n

სოციალური პროექტი

სკოლა „პოლიგლოტის“ VI და VI კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს ძალიან საინტერესო სოციალური პროექტი თემაზე: „Save Animals, Save the Earth“, რომლის მიზანი იყო მოსწავლეებში გადაშენების პირას მყოფი ცხოველების დაცვის შესახებ ცნობიერების ამაღლება. პროექტის ფარგლებში მოსწავლეები ჩაერთნენ სხვადასხვა პრაქტიკულ აქტივობაში, როგორიცაა: ზოოპარკის ინფო-ტურში მონაწილეობა, ზოოპარკის ვიზიტორებისა და თანამშრომლების გამოკითხვა, საქართველოს მასშტაბით წითელ ნუსხაში შეყვანილი ცხოველების შესახებ ინფორმაციული ბუკლეტებისა და პოსტერების შექმნა.

პრეზენტაციას დაესწრო მოწვეული სტუმარი, ასოცირებული პროფესორი ეკოლოგიის მიმართულებით, ბატონი გიორგი ეპიტაშვილი, რომელმაც მოსწავლეებს თავისი კვლევები გააცნო. შეხვედრა იყო ძალიან საინტერესო და ინტერაქტიური.

დიდი მადლობა უცხო ენების კათედრის პედაგოგებს: გვანცა არაბულს, სალომე ქერაშვილსა და ქეთევან კუპატაძეს საინტერესო პროექტის ორგანიზებისა და განხორცილებისათვის. ასევე, ინფორმაციული ტექნოლოგიების მასწავლებელს ანა მეტრეველს ტექნიკური მხარდაჭერისათვის.