კატეგორიები

მსგავსი სიახლეები

att(1)
att
att
att
d948ee65-4d7a-4b6b-947f-20fa5468f1b1
att

სოხუმის დაცემის დღე

27 სექტემბერი სოხუმის დაცემის დღეა.ეს თარიღი საქართველოს უახლესი ისტორიის ერთერთი ტრაგიკული დღეა. დაიღუპა 10000ქართველი ჯარისკაცი, 300000 დევნილად იქცა.

სკოლა პოლიგლოტის ისტორიის მკვლევართა კლუბის წევრები პედაგოგებმა თინათინ დორეულმა და ნინო გოგოლაძემ გმირთა მოედანზე მემორიალთან წაიყვანეს, რათა პატივი მიეგოთ საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული გმირების ხსოვნისადმი.

ბავშვებმა გაიცნეს და მოისმინეს გმირი გოგიტა კიკნაძის დედის ნაამბობი, თუ როგორ გამოასალმეს სიცოცხლეს მისი 17 წლის შვილი აფხაზმა სეპარატისტებმა. პოლიგლოტელებმა ძმათა სასაფლაოზე ყვავილებით შეამკეს გმირთა საფლავები, ეკლესიაში დაანთეს სანთლები გმირთა სულების მოსახსენიებლად.

დაიგეგმა სკოლაში კონფერენციის ჩატარება სათაურით – “ჩვენ დავბრუნდებით აფხაზეთში”.