კატეგორიები

მსგავსი სიახლეები

631696488_923259640221633_7881530594662097905_n
629314986_919854690562128_4892922197818763229_n
627687085_919853633895567_943502554385859435_n
627978585_919849290562668_204311861502125326_n
627572177_919078697306394_9143314432526299198_n
621759381_909720211575576_335203569368557239_n
ღია კარის დღე

სპექტაკლი — „ბუნების ხმა“

მდგრადი განვითარების მიზნების ფარგლებში, ხელოვნებისა და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლების ინიციატივით დაიდგა საგანმანათლებლო სპექტაკლი სახელწოდებით — „ბუნების ხმა“.

სპექტაკლი ეხება გარემოს დაცვის მნიშვნელოვან საკითხებს და მისი შინაარსი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ისეთ პრობლემებზე, როგორიცაა ხეების გაჩეხვა, ხანძარი ტყეებში.

მოსწავლეებმა სცენაზე გააცოცხლეს ბუნების ხმა — დუმილი, ტკივილი და იმედი, რომ ადამიანის ქმედებებით გარემოს აღდგენა შესაძლებელია. მოირგეს სხვადასხვა პერსონაჟის როლი, განასახიერეს ბებერი მუხა, წიგნი, წყალი, ცეცხლი, სიგარეტი, ნიმფა და ელფები, ოჩოპინტრე, რომელიც ქართულ მითოლოგიაში გარეულ ცხოველთა წინამძღოლი და მფარველია.

ინიციატივის მიზანია მოსწავლეებში გააღვივოს პასუხისმგებლობა გარემოზე, ხელი შეუწყოს კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების განვითარებას, ასევე გააერთიანოს საგნებს შორის კავშირი მდგრადი განვითარების მიზნების კონტექსტში.

სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის მასწავლებლებს ასეთი მნიშვნელოვანი აქტივობის ორგანიზებისათვის.