კატეგორიები

მსგავსი სიახლეები

image00011
image00004
ენების ევროპული დღე
Screenshot
ახალი 2026-2027 სასწავლო წელი
481672046_659163189964614_1357673203803837767_n
Untitled
759400084_1548071360111170_7714961825722844412_n

სპექტაკლი “ვარსკვლავებით მოჭედილი ცა”

სკოლა პოლიგლოტის მე-2 (ბ) კლასის მოსწავლეებმა დადგეს სპექტაკლი “ვარსკვლავებით მოჭედილი ცა”.

სპექტაკლის განმავლობაში მოსწავლეებმა შეასრულეს თემატური მრავალფეროვანი სიმღერები, როგორც ქართულ, ისე ინგლისურ ენაზე. მათ მოირგეს განსხვავებული როლები, გამოავლინეს სამსახიობო უნარები.

სცენარის მთავარი იდეა იყო, საოცნებო ქალაქის აშენება, რომელშიც იქნებოდა სიყვარული, ბედნიერება და წესრიგი, მოქალაქეები კი იქნებოდნენ კეთილი განწყობით ერთმანეთის მიმართ.

სკოლა პოლიგლოტი დიდ მადლობას უხდის ღონისძიების ორგანიზატორს კლასის დამრიგებელ ნინო კაპანაძეს, ინგლისური ენის მასწავლებელ ანუკი ლაბაძეს, დეკორაციების ავტორს ხელოვნების მასწავლებელ სოფიო ლიჩელს და სპექტაკლის მუსიკალურად გამფორმებელს მუსიკის მასწავლებელ ანი ზაზაშვილს.

სკოლა პოლიგლოტი ასვე განსაკუთრებულ მადლობას უხდის მშობლებს აქტიური ჩართულობისათვის.